Wednesday, March 29, 2017

ვაზი და ღვინო

1.პროექტის სახელწოდება: ვაზი და ღვინო
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ისტი-ს დახმარებით, მეცნიერული  ლიტერატურიდან, დამსახურებული მევენახე-მეღვინეებიდან აიღებენ ინტერვიუს, შეისწავლიან საქართველოს ვაზის ენდემურ ჯიშებს და მისგან დამზადებულ ღვინოებს ოჯახურ პირობებში და ქარხნებში.
3.
პროექტის აქტუალობ: საქართველოს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკის საფუძველია მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც ბოლო წლებში აქტუალურია. რადგან ვენახის ადგილი დაიკავა უფრო შემოსავლიანმა ხილმა და ბოსტნეულმა. საჭიროა გადაშენების გზაზე მყოფი ქართული ვაზის გადარჩენა -პოპულარიზაცია.
  4.პროექტის მიზნები:
      მოსწავლეებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ და მიიღონ მონაწილეობა ვაზის მოშენება-მოვლაში. ყურძნის წვენიდან  ღვინოს  მიღებამდე რა პროცედურებია ჩასატარებელი, როგორ შეინახონ ღვინო, რომ მან არ დაკარგოს თავისი ხარისხი. ყურძნიდან და ღვინიდან მიიღება სხვადსსხვა სახის ძვირფასი ნედლეული, რომელიც დღეს არ გამოიყენება. ნადგურდება. საჭიროა, მოსწავლეებმა ეს და სხვა პრობლემები გამოიკვლიონ და თვითონ რასაც შეძლებენ გადაჭრან, დანარჩენი პრობლემების მოგვარების გზები კი დასახონ. გაეცნობიან ვაზის ბიოლოგიურ და ღვინის ქიმიურ შემადგენლობას. გაეცნობიან ყურძნისაგან წარმოებულ პროდუქტებს ქიშმიშს, ჩურჩხელას, თათარას, ფელამუშს. სხვადასხვა სახეობის ღვინოებს, არაყს, ძმარს. აღწერენ და შეადარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ვაზსა და ღვინოს. გაეცნობიან და სხვებსაც გააცნობენ ამ დარგის ქართველ ღვაწლმოსილ პიროვნებებს, რომლებმაც გადაარჩინეს დაშემოგვინახეს ეს ტრადიციები.

5. მონაწილეთა ასაკი:VIII – IX  კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 – 30 მარტი 2017 წ.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :ვებ.გვერდები,ბუკლეტები, ვიდეო-მასალა დოკუმენტური ფილმის სახელით,                   საიტზე ქართული ყურძნის ჯიშებისგანთავსება, ისწავლონ ვაზის მოვლა და თვითონ მიიღონ მონაწილეობა მასში,ღვინის დაყენება შეძლონ.გააცნონ საზოგადოებას ქართული ადათ-წესები,ტრადიციები,რომლებიც ემყარება ვაზს და ღვინოს,
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,საწერი კალამი,მეცნიერული ლიტერატურა,ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთებიდან.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები განაწილდებიან 4ჯგუფად.ერთი ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას გამოჩენილ მევენახესთან,რომელიც ასწავლის მათ ვენახის მოვლის წესებს ,მეორე ჯგუფი იღებს ვიდეოს ,ფოტოებს.მესამე ჯგუფი მეღვინეებთან საუბრობს და იღებს ფოტოებს და ვიდეოს.მეოთხე ჯგუფი კი ინტერნეტით აგროვებს ინფორმაციას ვაზის დაღვინის შესახებ.შეგროვილი მასალიდან ამზადებენ რესურსებს.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებული-ქიმიასთან, ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან,ისტორიასთან, ეთნოგრაფიასთან,  
1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნაზიბროლა ბერიძე
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:NAZIBERIDZE0@GMAIL COM

13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment